ლადო ჯურხაძე რეგიონალურ ურბანულ ფორუმს დაესწრო

☑️„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ – ინიციატივის ფარგლებში, ბათუმში რეგიონული ურბანული ფორუმი გაიმართ, რომელსაც ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე დაესწრო.
? ღონისძიებას 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მერები და ურბანული განვითარების წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები.
? ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
? ფორუმის მიზანი იყო ქალაქების განვითარების ახალი გზების გამონახვა თანამედროვეობის გამოწვევების გათვალისწინებით.განიხილებოდა თუ როგორ უნდა მოგვარდეს კომპლექსური მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და მედეგი ქალაქების შექმნის გზით და რა შესაძლებლობებს ქმნის კერძო-საჯარო პარტნიორობა და ფინანსირება, ქალაქების მდგრადი ზრდისთვის და ინოვაციების განვითარებისთვის.

SIGN IN

Forgot Password

X