| მერის წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გაიმართა.
ლადო ჯურხაძემ სამუშაო შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პრორგრამის,, ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ხონის მერმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებისა და სკოლებში არსებული ვითარება მოიკთხა და რიგ საორგანიზაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით დავალებები გასცა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლებში ნაგვის ურნების განთავსების საკითხებს და აღინიშნა, რომ პროცესი დაწყებულია და ადმინისტრაციულ ერთეულებში ნარჩენების შემკრები ურნები უახლოეს მომავალში განთავსდება .
თათბირზე განხილულ იქნა სასოფლო გზებთან,ასევე გარეგანათებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები .