გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით 10 ნოემბერს ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ბიუჯეტირების და პროგრამული
ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა UNDP-ს მიერ მოწვეული ტრენერი, შორენა კახიძე.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დოკუმენტები და მათი სტრუქტურა; პროგრამული ბიუჯეტირების გამოწვევები;
გენდერული ასპექტების ინტეგრირება პროგრამულ ბიუჯეტში და გენდერულად
მგრძნობიარე პროგრამები; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და მათი
ინტეგრირება საბიუჯეტო დოკუმენტებში; საბიუჯეტო დოკუმენტების
გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტები; გენდერული თანასწორობის
საბჭოს აქტივობები.
შეხვედრა განსაკუთრებით ინფორმატიული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ
მუნიციპალიტეტში მიმდინარე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი
საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის პროექტსა და საშუალოვადიანი პერიოდის
პრიორიტეტების დოკუმენტზე მუშაობა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც
მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები, მ.შ. დარგობრივი
სამსახურების ხელმძღვანელები და გენდერული საბჭოს წევრები. გამოვლენილი
საჭიროებების საფუძველზე მონაწილეებთან ერთად დასახულ იქნა სამომავლო
თანამშრომლობის გეგმები.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა UNDP-ის პროექტის "დეცენტრალიზაციის და
ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში,
რომელიც მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტირების პროცესის დახვეწას და
გაძლიერებას. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და დანიის
მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.