საახალწლო კონცერტის ანონსი

📣პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 4 იანვარს ხონში,ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.
🌲🌲ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
🎤🎼🎹 გაიმართება კონცერტები როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
💥ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ღონისძიებებზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
🔹პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 63 -ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
📌4 იანვრის ღონისძიების განრიგი:
⏱ 15:00 – 20:00-საახალწლო ქარავანი, საშობაო ბაზრობა;
⏱ 15:00 – 18:30-თოვლის ბაბუა, ელფები, მოსიარულე მუსიკოსები;
⏱ 15:00 – 16:00-ადგილობრივი შემსრულებლები;
⏱ 17:30 – 18:30-თოვლის ბაბუასთან სურათები და საჩუქრები;
⏱ 18:00 – 20:00-,,ქუჩის მუსიკოსები” და ჯგუფი „გაგა ფრანის“ კონცერტი;

SIGN IN

Forgot Password

X