ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

სუხჩეში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ სუხჩეში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ადგილზე გაეცნო.

მიმდინარეობს 1200 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის მოასფალტება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბესტ ტრანსი,, ახორციელებს.

ლადო ჯურხაძე ადგილობრივებსა და დასაქმებულებს გაესაუბრა და მათი წინადადებები მოისმინა.
,,სოფელ სუხჩეში საავტომობილო გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ და ეტაპობრივად აუცილებლად მოვიცავთ ყველა ძირითად საუბნო გზას. სადაც საშუალება მოგვეცემა ასფალტს დავაგებთ , რთულ მონაკვეთებში ბეტონის საფარი მოეწყობა,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

          

SIGN IN

Forgot Password

X