ხონის მერია ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიას უერთდება

🟣ხონის მუნიციალიტეტის საკრებულოს გენდერულის თანასწორობის საბჭო , ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან კამანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ცათვლით იმართება.
🟣ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული მიდგომით მუშაობას.
🟣საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულია გენდერული თანასწორობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, შედგენილია შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი.
🟣საბჭო ასევე იხელმძღვანელებს 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით, რომლის ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გენდერული თანასწორბისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციები;
🟣გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.
🟣ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.
🟣ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

SIGN IN

Forgot Password

X