ხონში ახალი საგრანტო პროექტის განხორციელება იწყება

🟠შვედეთის მთავრობის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ოთხწლიანი საპილოტე პროექტის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ – განხორციელება დაიწყო.
🟠.პროექტის პრეზენტაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძე, „ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა ბასილაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა კინწურაშვილი ესწრებოდნენ
🟠.პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს 5 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა) მცხოვრები 780 ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალურ დაცვას, საარსებო წყაროების უზრუნველყოფას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.
🟠.პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და UPG (ULTRA-POOR GRADUATION) და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით World Vision გერმანიის, World Vision საქართველოსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.
🟠პროექტი პრინციპების და ღონისძიებების დანერგვის მეშვეობით ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებში/სქემებში საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევისკენ მიმართულ ძალისხმევას ეხმიანება.

SIGN IN

Forgot Password

X