ხონში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნეს

ხონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება საფეხბურთო ფესტივალი ,,ხონის მერიის თასი 2023,, ; გოგონებს შორის, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის, ადიგენის, ცაგერის, ქობულეთის, თერჯოლისა და ხონის გოგონათა გუნდები ღებულობდნენ მონაწილეობას.
შეჯიბრში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ხონის , ქობულეთისა და ადიგენის გუნდებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ.
თამაშების დასასრულს მონაწილეებმა ოლიმპიურ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მონაწილეებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული სიგელები, თასი, მედლები და სპორტული აქსესუარები გადაეცათ.
ოლიმპიური დღის აღნიშვნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება.
საქართველოში ოლიმპიური გარბენი და სხვა მასობრივი ღონისძიებები 1993 წლიდან იმართება.

SIGN IN

Forgot Password

X