ანსამბლი იმედი 20 წლისაა

ხონის კულტურის ცენტრში სანიმუშო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის ,, იმედის,, საიუბილეო საღამო გაიმართა.
ანსამბლს დღიდან დაარსებისა 20 წელი შეუსრულდა.
ღონისძიებას სუხიშვილების ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე, გივი სიხარულიძე, ჯეირან გოგინავა, ავთო ლომთაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ანსამბლს იუბილე მიულოცა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ .
,,იმედის,, ქორეოგრაფს ელენე დვალიშვილსა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით ღაღანიძეს საპატიო სიგელი ლადო ჯურხაძემ , ხოლო სპეციალური დიპლომი ფრიდონ სულაბერიძემ გადასცეს.

SIGN IN

Forgot Password

X