ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხონის მუნიციალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ , მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა ,მშობლებსა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ლადო ჯურხაძე: ,,ყოველთვის ემოციური და ამაღელვებელია ეს დღე, განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის,მათი მშობლებისთვის, თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის. გისურვებთ დასახული შედეგებისთვის მიგეღწიოთ. ჩვენ , ადგილობრივი ხელისუფლება ძალისხმევას არ დავიშურებთ , რომ როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურა, ისე მთელი მუნიციალიტეტი კიდევ უფრო განახლდეს, მოწესრიგდეს, გალამაზდეს რომ თქვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. გილოცავთ ახალ 2022-2023 სასწავლო წელს, წარმატებები იყოს თქვენი მეგზური!,,.
ხონის მუნიციალიტეტის საჯარო სკოლებში წელს სწავლა 280 პირველკლასელმა დაიწყო.

SIGN IN

Forgot Password

X