გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხონის მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავება მიდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხონის მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს.”დღის წესრიგი 2030″ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ხორციელდება და ლოკალურ დონეზ კონსულტირებას ნიკა ჩანადირი უწევს;
დოკუმენტზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპების თანამშრომლებისაგან შედგება. სამუშაო ჯგუფს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს;
ყველასათვის ცნობილია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია – “ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის”. 2015 წელს საქართველომ, გაეროს ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან ერთად, გამოთქვა სურვილი, განეხორციელებინა 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები.
2016 წელს, საქართველომ, ერთ-ერთმა პირველმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან, მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე წარადგინა პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 23 იანვრის, №14 ბრძანებით შექმნილი, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე წარდგენილ იქნა მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის გეგმა, რომელიც ერთხმად იყო მოწონებული საბჭოს წევრების მიერ. სწორედ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში შეირჩა ხონის მუნიციპალიტეტი (სხვა 17 მუნიციპალიტეტთან ერთად) გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვისათვის.
+4
0
ადამიანი მოიცვა
0
Engagements
პოსტის რეკლამირება
მომწონს

 

კომენტარის დატოვება
გაზიარება

SIGN IN

Forgot Password

X