გოგონათა საერთაშორისო დღე

გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის მე-3 საჯარო სკოლაში გოგონათა უფლებებზე, პრობლემებზე, მათ საჭიროებებზე, არსებულ სტერეოტიპებზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერაციას ფონდი ,,სოხუმის,, წარმომადგენელი ქალბატონი ლელა შენგელია უწევდა.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე, ხონის გენდერული საბჭოს წარმომადგენლები, მერის მოადგილე, მანანა გოფოძე და მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ელისო ჯიქია ესწრებოდნენ.
11 ოქტომბრის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას. აუცილებელია გოგონებს ჰქონფდეთ ინფორმაცია თუ რა ზიანის მომტანია ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის კუთხით.
ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერია და ხონის გენდერული საბჭო გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მუშაობს , რომ ადგილობრივ დონეზე გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად.

SIGN IN

Forgot Password

X