დათო ტურაშვილი ხონელ ახალგაზრდებს შეხვდა

ა/ო ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცის,, პროექტის ,,გახდი შემოქმედის _იკითხე, იაზროვნე, გადარჩი” ფარგლებში, მწერალი დათო ტურაშვილი ხონელ ახალგაზრდებს შეხვდა და სამი წიგნის ,,ჯინსების თაობა”, ,,ტყეების მეფე” და ,,სხვა ამსტერდამი” შესახებ ესაუბრა…
შეხვედრის დაწყებამდე, სტუმარს მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ უმასპინძლა. მათ ერთად დაათვალიერეს ხონის ისტორიული მუზეუმი, ესტუმრნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას.
,, მინდა ვთქვა, რომ დათო ტურაშვილის ვიზიტი დავგეგმე პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისათვის. მათ წინასწარ წაიკითხეს წიგნები და სიღრმისეული ანალიზი გააკეთეს. ბატონი დათო აღფრთოვანდა მოსწავლეების გონებაგახსნილობით და აღნიშნა რომ გამორჩეული ახალგაზრდები გაიცნო. ჩვენს პროექტს დღიდან დაწყებისა მხარში უდგას ხონის მუნიციპალიტეტის მერია, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლადო ჯურხაძეს,,-ელენე ცაცუა, პროექტის ხელმძღვანელი;
შეხვედრა ხონის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა .

SIGN IN

Forgot Password

X