დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ხონში

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ხონის ა(ა)ი პ სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები გამოეხმაურენ და ადგილზე თემატური ნახატები შექმნეს, რომელთა შინაარსი სიმბოლურად სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერას გამოხატავდა.
ნამუშევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და პატარებს გამოჩენილი სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადეს.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძესც:
,,დღეს საერთაშორისო საზოგადოება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს მიუხედავად სტატუსისა, მდგომარეობისა, განსხვავებულობისა.
ჩვენ ვზრუნავთ, რომ ადგილობრივ დონეზე შევქმნათ ყველა ის სერვისი, რაც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე მოქალაქეებს ხელს შეუწყობს მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზება.
დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვი, ზრდასრული, საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა.
ერთად ვიზრუნოთ ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად,,.

SIGN IN

Forgot Password

X