ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ბუჯიაშვილმა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმწღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ საჯარო მოხელეებისა და დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე;
დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

SIGN IN

Forgot Password

X