ევროპის სასკოლო სორტის კვირეული დასრულდა

ევროპის სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებით ხონში , სიმბოლურად, გარბენი და გოგონათა შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა;
23-20 სექტემბერს, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, ხონის ყველა საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა;
სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პროგრამითა და კოორდინაციით მიმდინარეობს.
სასკოლო სპორტის კვირეულის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მასმედიის სხვადასხვა საშუალებები.

SIGN IN

Forgot Password

X