ვ ა კ ა ნ ს ი ა

ორგანიზაცია – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია – გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიწის აგეგმვის სამსახურის
უძრავი ქონების ამგეგმავ-მძღოლი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი).
სამუშაოადგილი: საქართველოს რეგიონები.
სამუშაოს ტიპი -სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.
შრომის ანაზღაურება – 1450 ლარიდან 2300 ლარამდე (გამოცდილების გათვალისწინებით).
ბენეფიტები: დაზღვევის კორპორატიული პირობები, “FitPass” ბარათი, კორპორატიულ ქსელში
ჩართული ნომერი; ეკიპირება; საცხოვრებელი ფართითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
ფუნქციები :
 სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების
სისტემურად შესრულება და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმში
(ქაღალდის ან/და ელექტრონული ვერსია) მონაცემების შეგროვება-შეტანა;
 სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად
დაკავების ფაქტის დადგენა;
 სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალზე მიწის ნაკვეთის
იდენტურობის/ადგილმდებარეობის დადგენა;
 სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საველე-საკადასტრო
სამუშაოების შედეგად შეგროვებული მონაცემების დამუშავება და ხარისხის
კონტროლი;
 გეომონაცემთა ბაზებსა და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა;
 დამუშავებული და მომზადებული მასალების მიწოდება უფლებამოსილი პირებისა
თუ უწყებებისთვის;
 ვალდებულია გამოიყენოს მისთვის გადაცემული ავტომობილი მხოლოდ
სამსახურეობრივი მიზნებისთვის კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და
უსაფრთხოდ. თავიდან აირიდოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და ავტომობილის
დაზიანება
 მუდმივად აკონტროლოს მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების
გამართულობა და ნებისმიერ ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ
შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის
უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერს (ავტოპარკის მენეჯერი)
 მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის
დადგომისთანავე მოახდინოს შიდა კონტროლის დეპარტამენტის, ეკონომიკური
დეპარტამენტის ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერის,
სადაზღვევო კომპანიის და საპატრულო პოლიციის ინფორმირება სატრანსპორტო
საშუალების დაზიანების თაობაზე, კერძოდ: მიაწოდოს სადაზღვევო კომპანიას სრული
აღწერის და დასაბუთების შემცველი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის განაცხადი,
ასევე გადაუგზავნოს სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის: ავტომობილის
მართვის მოწმობა; ცნობა სამუშაო ადგილიდან; ავტომობილის დაზიანებული
ადგილის ფოტო მასალა; ავტომობილის ტექნიკური პასპორტი; ავტომობილის
სერიული ნომერი (VIN CODE); ავტომობილის სახელმწიფო ნომერი; მოახდინოს
დაზიანებული ავტომობილის შეფასება ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით;
 დაიცვას საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სატრანპორტო
საშუალებით გადაადგილების წესები, კერძოდ: თავიდან აირიდოს და არ გამოიწვიოს
ავტო საგზაო შემთხვევა; არ გადააჭარბოს გზაზე არსებული მანიშნებლებით
განსაზღვრულ სიჩქარის ლიმიტს; ავტომობილი იქონიოს მუდმივად სუფთა
მდგომარეობაში
 ვალდებულია უზრუნველყოს მინდობილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და
მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების დაცვა.
მოთხოვნები:
 აუცილებელია – სრული ზოგადი განათლება;
 მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
 სასუველია გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
 სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
 მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
 შედეგზე ორიენტაცია;
 სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
 დროის ეფექტიანი მართვა;
 დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
 საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების
წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3
მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
 რეზიუმეების გადარჩევა;
 გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
აღნიშნული პოზიცია სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მოითხოვს ხანგრძლივ მივლინებას,
რომლის დღიური ანაზღაურება შეადგენს დამატებით 30 ლარს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@napr.gov.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – “ამგეგმავ-მძღოლი”,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

SIGN IN

Forgot Password

X