კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში USAID-ის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „განხეთქილების დაძლევა – ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოსაგვარებლად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და USAID-ის სააგენტოს შემფასებელი ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ფონდი სოხუმის მიერ ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის სისტემატიზირებულ მონაცემთა ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მინაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.
,, მივესალმები მსგავსი ფორმატის თანამშრომლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი საჭიროებათა კვლევების პროცესში ხელშეწყობა, დახმარება და კვალიფიციური აზრის მოწოდება- გაზიარება,, – განაცხადა შეხვედრაზე მერის მოადგილემ ქალბატონმა მანანა გოფოძემ.
აღნიშნული კვლევა ხონის მუნიციპალიტეტში 2022 წლის თებერვალში ჩატარდა.

SIGN IN

Forgot Password

X