ლადო ჯურხაძემ საერთაშორისო ექსერტს უმასპინძლა

ხონისმუნიციალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და მერის ირველმა მოადგილემ , გერასიმე მჟავანაძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერს ნინო კუკუბავასა და რეგიონული პოლიტიკის, ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების, მრავალდონიანი მმართველობის საერთაშორისო ექსპერტს პიოტრ ჟუბერს უმასპინძლეს;
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებების, ინფორმაციებისა და მონაცემების შეგროვება საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების შესაფასებლად, მიღებული გამოცდილების გასაანალიზებლად, და რეკომენდაციების შესამუშავებლად სამომავლო რეგიონული განვითარების პროგრამების/სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბებისთვის.
შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო PIRDP-ის ყველაზე ეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა და იმ შეზღუდვების გამოვლენა, რომლებიც უნდა გადაიჭრას სამომავლო ტერიტორიული განვითარების პროგრამ(ებ)ის მომზადებისას.

SIGN IN

Forgot Password

X