ლადო ჯურხაძემ ტომას ლიხტენბერგს უმასპინძლა

?ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ პროექტის ,,დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა განათლებისა და სოციალური მეწარმეობის გზით,, ფარგლებში , გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის რეგიონალურ დირექტორ ტომას ლიხტენბერგთან და თბილისის პროექტთა ბიუროს დირექტორ ლალი სანთელაძესთან ერთად, ხონის სათემო განათლების ცენტრის 2022 წლის თებერვალ- მარტის მსმენელებს, პიროვნული და პროფესიული კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
?,, პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდასრულთა განათლების პოპულარიზებაში და ასობით მოქალაქეს ( ადგილობრივს , დევნილს, ახალგაზრდას, საშუალო ასაკისა და ხანდაზმულს) მისცა მეორე შანსი , რომ გაეღრმავბინათ პიროვნული უნარები და შეესწავლათ ახალი პროფესიები, მიეღოთ უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები. ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება მსგავს პროექტებს და მაქსიმალურს ჩავდებ , რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მეტი სარგებელი მიიღონ,, -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
?გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროსა (DVV INTERNATIONAL) და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ( DRC) მიერ ინიცირებული პროექტი , გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ხონის სათემო ცენტრმა განახორციელა.
?პროექტის ჯამური სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:
• სულ 1807 ბენეფიციარი;
აქედან,
 1 111 ადგილობრივი;
 696 დევნილი;
 1 203 ქალი;
 604 კაცი;

SIGN IN

Forgot Password

X