ლადო ჯურხაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენებს უმასინძლა

ლადო ჯურხაძემ წლის საუკეთესო სპორტსმენებს მარიამ მურღვლიანსა და შორენა კვირიტიძესა და მათ მწვრთნელს აკაკი კაკაბაძეს უმასინძლა, წარმატებები მიულოცა, და სიგელები გადასცა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ
მარიამ მურღვლიანი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად (U17), ხოლო შორენა კვირიტიძე წლის საუკეთესო სპორტსმენ გოგონად (U15) დაასახელა.
სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და მოადგილემ მანანა გოფოძემ.
მარიამი მურღვლიანი U15 წლამდი ევროპის ჩემპიონი ,9 ევროპის რეკორდის მფლობელი ,U17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი, U20 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, სხვადასხვა წონაში საქართველოს პრიზიორია
შორენა კვირიტიძე U15 წლამდელთა შორის საქართველოს რეკორდსმენია.

SIGN IN

Forgot Password

X