ლადო ჯურხაძემ საკრებულოს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საკრებულოს წინაშე 2021 წლის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა. მერის თქმით, 2021 წელს ბიუჯეტის შესრულების ნაწილში, ქვეყნის მასშტაბით ხონი ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტია.

2021 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვ.
ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობამ ჯამში 13 მილიონამდე ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსებისთვის 1 103, 3 ათასი ლარი გამოიყო, რაც სოციალური და ჯანდაცვის დანიშნულების 24 ქვეპროგრამის დასაფინანსებლად მიიმართა.

2021 წლის ანგარიშში ლადო ჯურხაძე შეეხო სხვადასხვა ფონდებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს. საგზაო ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს.
მერმა ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგ პრაქტიკაზე. გამჭირვალეობისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე.

ასევე, ისაუბრა ინვესტორებსა და მათთვის სათანადო გარემოს შექმნაზე. ინფორმაცია გააკეთა რამდენიმე მსხვილი კომპანიის შემოსვლა და დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენა.

SIGN IN

Forgot Password

X