ლადო ჯურხაძე ირაკლი აბაშიძის სახლ- მუზეუმს ეწვია

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად, ირაკლი აბაშიძის სახლ- მუზეუმს ესტუმრა.

მასპინძელებმა , მანანა ჯოხიძემ და  ავთანდილ ფაილოძემ სტუმრებს ექსპოზიცია გააცნეს და ქართული ენის უნიკალური სახელმძღვანელოებიც აჩვენეს.

პატარებმა სახლ-მუზეუმში ქართულ ენას ლექსები მიუძღვნეს,განსაკუთრებული ემოციებით წაიკითხეს .

ლადო ჯურხაძე: ,, ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი – ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ქართული ენის დაცვა, პატივისცმა და სიყვარული თითოეული ჩვენგანის ვალია. ირაკლი აბაშიძე, ის ქართველი იყო, რომელმაც ჰიმნი უძღვნა ქართულ ენას და ყველა ქართველს განსაკუთრებულად აგრძნობინა  მშობლიური ენის სიდიადე. ეს პატარები კი ჩვენი მომავალი თაობაა, რომელთან მშობლიური ენის სიყვარული უნდა გავუზიაროთ და შთავუნერგოთ,, .

SIGN IN

Forgot Password

X