ლადო ჯურხაძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ხონის მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს წევრი ბაჩანა ბასილაია 9 -10 ნოემბერს მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციას ,,ლოგისტიკური შენიშვნები ზრდასრულთა სწავლისა და განათლების როლზე ადგილობრივი თემების განვითარებაში,, დაესწრნენ.
ლადო ჯურხაძემ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და საქართველოში, კერძოდ, ხონში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ზრდასრულთა განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ,, ხონის სათემო განათლების ცენტრის ,, წარმატებულ პრაქტიკაზე, თანამშრომლობაზე, ერთობლივ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე დეტალური ინფორმაცია გაუზიარა სხვადასხვა ქვეყნის ათობით წარმომადგენელს;
ღონისძიების ორგანიზატორი გერმანიის ზრდასრულთა საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი(#DVVInternational) და ზრდასრულთა განათლების ევროპული ასოციაცია (#EAEA) იყო;

SIGN IN

Forgot Password

X