ლადო ჯურხაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფებოდა

 სამუშაო ვიზიტით შეხვედრები გავმართე ნიდერლანდებში ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანი იყო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება სოფლის მეურნეობის სექტორულ დარგებში.
შეხვედრების პირველი ნაწილი საქართველოსა და კონკრეტულად ხონის მუნიციპალიტეტის შესახებ პრეზენტაციებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდებში საქართველოს ელჩთან დავით სოლომონიასთან ერთად ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალური მმართველობის წევრებს, ფერმერებსა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე.
ვიზიტის მეორე ნაწილი უშუალოდ სასოფლო სამეურნეო დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობას დაეთმო. შეხვედრები გაიმართა ოვერეისელის პროვინციაში მოწინავე მევენახეობისა და მეღვინეობის კომპანიების, ასევე მეფრინველეობისა და მესაქონლეობის ფერმების, კვებისა და ტურიზმის დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდებში საქართველოს ელჩს ბატონ დავით სოლომონიას უპირობო მხარდაჭერისთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ის ორი ქვეყნის დაახლოებისთვის ეწევა.
აღსანიშნავია, რომ ხონში უკვე ხორციელდება ჰოლანდიური ინვესტიცია, რომელიც მეთევზეობის მრეწველობის განვითარებას უკავშირდება.
სწორედ აღნიშნულმა ინვესტიციამ დაუდო საფუძველი სამომავლო თანამშრომლობას, რაზეც მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს.
ვიზიტის დროს ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც და ხონში, მესაქონლეობის, მეფრინველეობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში ჰოლანდიური მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებზე. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების დაინტერესება ამ მიმართულებით დიდია.
შეხვედრაზე შევთანხმდით ოქტომბრის თვეში, ხონში ქალაქ ჰოფ ვან ტვენტეს თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლების ვიზიტზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ევროპული ქალაქის დაახლოებას, ბიზნესის, კულტურის სფეროებსაც და ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებას.
დიდი მადლობა ჩემი და ხონის სახელით ბატონებს ალექსი ბაიდოშვილსა და როელოფ ვისშერის (Roelof Visscher) მაღალი დონის ვიზიტის დაგეგმვისთვის, შეხვედრების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.
 ევროკავშირის წვერი ქვეყნების თვითმმართველობებთან ურთიერთობის გაღრმავება და მათგან გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის და მჯერა მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

SIGN IN

Forgot Password

X