ლადო ჯურხაძე ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე  პროგრამის ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი,, ფარგლებში მიმდინარე ტრენინგების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა , გაეცნო და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა:

,, ეს არის ძალიან მნიშვნელობანი პროექტი, რომელიც თითოეულ თქვენგანს შესძენს დამატებით ცოდნას როგორ განახორციელოს საკუთარი იდეა  და სურვილი აქციოს წარმატებულ საქმედ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სლოვაკეთი- საქართველოს სავაჭრო პალატასთან და მოხარული ვარ , რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში რეალური ნაბიჯები იდგმება , რაც აუცილებლად სასურველ შედეგებს მოგვცემს,,.

 

ამ ეტაპზე,  გადამზადების სურვილი 15 -მდე ახალგაზრდამ გამოთქვა.

 

პროექტის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 -დან 30 წლამდე ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ -კურსი ბიზნეს იდეის, სამეწარმეო საქმიანობისა და სამეწარმეო ბაზარზე ოპერირების მიმართულებით;

SIGN IN

Forgot Password

X