ლადო ჯურხაძე ქართულ-პოლონურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა

თელავში, პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გახსნა.
ფორუმის ფარგლებში, ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მუნციალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსექტივებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რაც ინვესტიციების განხორციელებას ახლავს თან. სტუმრებს გააცნო მომზადება/გადამზადების პროგრამების კონცეფცია , რომელსაც ხონის სათემო განათლების ცენტრი ახორციელებს ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
ფორუმის მიზანია თითოეული რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით საქართველოს მუნიციპალიტეტებში საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საინვესტიციო პოტენციალი და შეთავაზებები, გაეცნონ ინვესტორთა მოლოდინებს და ხელი შეუწყონ ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.
პოლონურ – ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” მხარდაჭერით იმართება.
ფორუმი ტარდება საქართველოს და პოლონეთის ერთობლივი პროექტის “საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მეწარმეობის განვითარება” ფარგლებში. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება ინვესტორებთან კომუნიკაციის, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებით.
ფორუმის მსვლელობის პარალელურად, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც თითოეული რეგიონის ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა.

SIGN IN

Forgot Password

X