მარიამ მურღვლიანს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

?? მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებულ ხონელ ძალოსანს, მსოფლიოს ვიცე ჩემიონს, მარიამ მურღვლიანს მშობლიურ მე-4 საჯარო სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
??მარიამს წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, , საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სკოლის ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა და სხვა გულშემატკივრებმა მიულოცეს.
?? ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მურღვლიანმა ატაცში 95/99/102 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა!
?? იგივე სინჯის მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 116/121/127 კილოგრამითაც, ხოლო ორჭიდში მოპოვებული 229 კილოგრამით კი მესამე ვერცხლისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა!
?? გარდა ამისა მარიამმა ატაცში საქართველოს სარეკორდო ზღვარი 22 , აკვრაში 27, ხოლო ორჭიდში 49 კილოგრამით გააუმჯობესა.
?? ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა
?? მურღვლიანის პირადი მწვრთნელი აკაკი კაკაბაძე
?? საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი

SIGN IN

Forgot Password

X