მარიამ მურღვლიანს საჩუქარი გადასცეს

კომპანია ელიტ ელექტრონისქსის ხონის ფილიალის მენეჯერმა თამარ მესხმა, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მამუკა ცოტნიაშვილმა და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხონელ ევროპის ჩემპიონს მარიამ მურღვლიანსა და მის მწვრთნელს აკაკი კაკაბაძეს საჩუქრად ტექნიკა გადასცეს.
15 წლის ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა მიმდინარე წელს პოლონეთში კონტინენტის პირველობაზე სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მარიამ პირველი ქართველი გოგონა გახლავთ, რომელმაც ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.

SIGN IN

Forgot Password

X