მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქ 2“-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნები გააცნო.
მოწვეულმა სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ საქართველო ნატოს ურთიერთოებებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ასევე, გამოითქვა სურვილი შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

SIGN IN

Forgot Password

X