მოქალაქეთა უკუკავშირის პლაფორმის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება გრძელდება

ა/ო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს წარმომადგენელმა ხონის მუნიციალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში-ძეძილეთში, ივანდიდსა და დედალაურში- მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის გამოყენების წესის, მიზნებისა და შესაძლო შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
2021 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდს www.khoni.gov.ge მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში უკუკავშირის პლატფორმა დაემატა.
მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის შექმნის მიზანია შეფასდეს მოქალაქეების მხრიდან მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული სერვისები/პროგრამები.
პლატფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქემ, რომელმაც უკვე ისარგებლა მუნიციპალიტეტის კონკრეტული პროგრამით/სერვისით, შეაფასოს გაწეული მომსახურეობა და შეთავაზებული პროგრამა/სერვისი.
თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლება კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად.
პლატფორმა შემუშავებულია ქართულ ენაზე და თანხვედრაშია მუნიციპალიტეტის არსებული ვებ-გვერდის დიზაინთან. ადაპტირებულია სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის.
სერვისების შეფასებისთვის შემუშავებულია უნივერსალური კითხვარი ასარჩევი/მოსანიშნი პასუხებით. ასევე, მოქალაქეს შეუძლია დამატებითი კომენტარის დატოვება.
პლატფორმა შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პლატფორმაზე გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

SIGN IN

Forgot Password

X