რა არის ვარდისფერი ოქტომბერი?

მსოფლიოში, ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.
 „ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ პრევენციისთვის მნიშვენლოვანია, ყველა ქალბატონმა ჩაიტაროს სკრინინგი.
ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და 21-საუკუნის აქტუალური პრობლემად ითვლება. საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ძუძუს კიბო მნიშვნელოვნად გახშირდა და ქალთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს .
ძირითადი პრობლემაა დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც ძუძუს კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.
საქართველოში მოქმედი,,დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ,, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , დაავადებათა გამოვლენის მიზნით, 40-70 წლის ქალბატონებში ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ;
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები უერთდებიან ძუძუს კიბოს შესახებ ცობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას და სპეციალური გულსაბნევებით შეახსენებენ ქალბატონებს , რომ დროულად ჩაიტარონ სკრინინგი , საჭირო კვლევები, რათა თავიდან აირიდონ დაავადება და მისი გართულებები;

SIGN IN

Forgot Password

X