რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ხონელი გმირები

ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული ხონელი გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

,, ეს ვაჟკაცები ხონში დაიბადნენ და სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე – შეწირეს. მათი გმირობა, თავდადება, ხსოვნა ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მჯერა , რომ გაღებული მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის და აფახაზეთსა და სამაჩაბლოს აუცილებლად დავიბრუნებთ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ხონიდან ოთხი ახალგაზრდა კაპიტანი ვეფხია ჯიშკარიანი, მალხაზ აბაშიძე, მერაბ თუთისანი და გოჩა დანელია შეეწირა.

SIGN IN

Forgot Password

X