სათემო ცენტრის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ

70-მდე ზრდასრულმა, სხვადასხვა მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული უნარები განივითარა .
მსმენელებს სერთიფიკატები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გადასცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.
,,ბევრჯერ მითქვამს , რომ განათლება ჩვენი პრიორიტეტია. ის , რომ ხონში ამ მიმართულებით სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯები იდგმება, ვფიქრობ,კარგი შედეგია და ახლო მომავალში კიდევ ბევრ სასიხარულო ინფომაციას გაგიზიარებთ .
ზრდასრულთა განათლება, ახალი პროფესიების შეძენა , პიროვნული უნარების განვითარება სჭირდება საზოგადოებას. ეს არის განათლების სისტემის ის კომპონენტია , რომელსაც დასაქმების ბაზარი და კომპეტენციები შესაბამისობაში მოჰყავს, ზრდის შესაძლებლობების რეალიზების შანსს და აჯანსაღებს ქვეყნის ეკონომიკას,, .
პროექტი დონორების ლტოლვილთა დანიის საბჭოს(#DRC),სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის ,,თბილისის პროექტთა ბიუროს,, (#DVV) , გერმანიის მთავრობისა და ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება .

SIGN IN

Forgot Password

X