სამუშაო ჯგუფის ფორმირება დაიწყო

ხონის მუნიციპალიტეტი 2021 წლიდან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრია. ეს არის ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებისა და განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის დამატებითი შესაძლებლობა.

ამ ეტაპზე, პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით იწყება სამუშაო შეხვედრები ღია მმართველობის სატრატეგიული ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
პროცესში ჩართვისთვის დაინტერესებულ მხარეებს 30 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტა) შეუძლიათ მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე tamarugulava@gmail.com

SIGN IN

Forgot Password

X