საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის როგრამა წარმატებით ხორციელდება

ხონის მუნიციალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძე საჯარო მოხელეებს შეხვდა , რომლებიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ხონის მუნიცციალიტეტის მერიაში პრაკტიკის სეციალისტების დახმარებით სხვადასხვა სახის სწავლების პროცესს გადიან.
პროექტს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის მიზანია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში.

SIGN IN

Forgot Password

X