ფერმერთა რეგისტრაცია გრძელდება


თხილის წარმოების ხელსეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა რეგისტრაციის პროცესი ხონის მუნიციალიტეტის სოფლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს.
ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში პროცესს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძეს და პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.
ამჟამინდელი მონაცემებით, გორდის, ივანდიდის, დედალაურის, მათხოჯის, ნახახულევის, ძეძილეთის,გუბის , გოჩა-ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,ჯამში , დარეგისტრირებულია 500-მდე ფერმერი.
კადასტრის შექმნის გამარტივების მიზნით, მეთხილე ფერმერებს რეგისტრაციაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელში ადგილობრივი კადასტრის ოფიცრები ეხმარებიან, რომლებიც სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადდნენ.
სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი უნდა ჰქონდეს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება.
პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მოხდება. ქულების დარიცხვა 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2023 წლის 31 აგვისტოა.

SIGN IN

Forgot Password

X