ფოტოკონკურსი ,, იპო 2023 ,, იწყება

?ფოტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 10 -დან 29 წლამდე როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.
?თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს წარმოადგინოს მაქსიმუმ ხუთი ფოტო.
?ფოტოს უნდა ერთვოდეს შემდეგი საკონკურსო ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი.
?კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური.
?კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი.
?კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში);
?კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი,
თავისუფალი თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ. );
?კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .
?ფოტოკონკურსის ფარგლებში დაჯილდოების დღეს გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული და კონკურში მონაწილეთა ნამუშევრები (სულ 30 – 40 საუკეთესო ფოტო).
?გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული
ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები.
?ფოტოკონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფოტოგრაფიის პროფესიონალებისგან –
კრიტიკოსების, ფოტოგრაფების და ადგილობრივი თვითმმართველობის მოწვეული წევრისგან.
?ფოტოკონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასებას ახდენს ჟიური. გამარჯვებულების
გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.
ასევე გათვალისწინებული იქნება:
– თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პეიზაჟი, პორტრეტი, თავისუფალი
თემა, ფოტორეპორტაჟი, კოლაჟი და ა.შ.) ორიგინალურობა;
-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;
-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების
ხარისხი.
?შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც ფოტოაპარატით, ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები.
?შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
?პირველი ადგილი – 400 ლარი
?მეორე ადგილი – 300 ლარი
?მესამე ადგილი – 200 ლარი
?საპრიზო კატეგორიებში გამარჯვებულებს, გადაეცებათ „იპო“ს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება და დიპლომი.
?ფოტოკონკურსში მონაწილეობა ნიშნავს ავტორის თანხმობას გამოყენებულ იქნას მისი ნამუშევარი
არაკომერციული მიზნებისთვის, მეთოდურ და საინფორმაციო გამოცემებში, კატალოგებში, ბუკლეტებსა
და ფოტოგამოფენებში.
?ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები:
პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც
გამოფენისთვის დაიბეჭდება, გადადის კონკურსის დამფინანსებლების საკუთრებაში, საავტორო
უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
?ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ, მითითებულ
ელექტრონულ მისამართზე ?www.photoipoofficial@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე –☎️ (+995) 574 898 927
❗️❗️აუცილებელია ფოტოს ერთვოდეს ავტორის სახელი, გვარი დასაკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
?ნამუშევრების მიღება დაიწყება 2023 წლის 12 აპრილს და გაგრძელდება 2023 წლის 28 აპრილამდე.
?კონკურსის ორგანიზატორია ხონის მუნიციპალიტეტის მერია.

SIGN IN

Forgot Password

X