შეხვედრები ახალგაზრდებთან

?ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე
ორგანიზაცია ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცისა” და ქუთაისის ამერიკის კუთხის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო, აუდიტორიას მიესალმა, წარმატებები უსურვა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
?აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას და ადგილობრივად საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
?ქუთაისის ამერიკის კუთხეს წლების განმავლობაში შეაქვს წვლილი სამოქალაქო სექტორის განვითარებაში, ასევე ინგლისური ენის სწავლებისა და პედაგოგიური საქმიანობის გაუმჯობესების სფეროში. ორგანიზაცია ,,ინგლისური ენის პედაგოგების სივრცე” რამდენიმე წელია რაც ხონის მუნიციპალიტეტში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს.
?შეხვედრები ახალგაზრდებთან 3 დღეს გასტანს და სხვადასხვა თემატიკას მოიცავს:
20 მაისი 11:30 საათი-დევნილთა დასახლება, კლუბის შენობა- დათო ლიკლიკაძე-დეზინფორმაციისგან დაცული საზოგადოება;
21 მაისი 11 საათი- მიშიკო მუმლაძე-ახალგაზრდები სამოქალაქო აქტივიზმში;
25 მაისი 11 საათი-ვალერი თევდორაძე-ადამიანის უფლებები და სამართლიანი პროტესტი;
?პროექტი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება;

SIGN IN

Forgot Password

X