ხიორგი მამარდაშვილი ხონს ესტუმრა

ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარეა, დღეს ა(ა)იპ ხონის სასპორტო სკოლას ესტუმრა და პატარა გულშემატკივრები გაახარა.
2020 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარემ პატარა ფეხბურთელებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
გიორგი მამარდაშვილი წარმოშობით ხონიდანაა.

SIGN IN

Forgot Password

X