ხონელობა 2023

6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო:

დილიდან, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა.

საზეიმოდ გაიხსნება ახლადრეაბილიტირებული ცენტრალური ბულვარი

,სადაც სასულე ორკესტრის ფონზე გაიმართა თეატრალური პერფორმანსები.

 

ამფითეატრის სცენაზე ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ  ,,საპატიო ხონელის,, წოდება  ვლადიმერ ბახტაძეს, მურმან გელენიძეს, გოჩა ბაკურაძეს, ციალა ჩარგეიშვილს,ოთარ ჯაფარიძეს, დუდარი სანაძეს, დაზმირ ლიარტელიანს, ნინო აკობიძეს, ალეკო ქუთათელაძეს,  პეტრე მგალობლიშვილს მიანიჭა.

სტუმრებმა და საოგადოებამ ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლა, სადაც  ვეტერანებს შორის ფეხბურთში მეგობრული მატჩი „ლაზეთი“ (ფინდიკლი, თურქეთი) – „იმერეთი“ (ხონი) შედგა .

ხონის კულტურის ცენტრმა ირაკლი აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა.

ადგილობრივი შემოქმედებითი და ქორეოგრაფიული ჯგუფებისა და ანსამბლების ნომრები წარმოდგენილი იყო საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სიყვარულის სკვერში  ფოტოკონკურსი,, იპო,,-ს დაჯილდოების ცერემონიალი და კონკურსანტებისა და სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ყვავილების, ყველის, ჩაის, ხელნაკეთი ნივთების შეძენა, ადგილობრივი ნაწარმის, სამხედრო ტექნიკის კუთხეების დათვალიერება ქალაქის ახლადრეაბილიტირებულ ცენტრალურ მოედანზე იყო შესაძლებელი. აქვე უკრავდა ბათუმის ,,ჯაზ ბიგ ბენდი,,.

ლადო ჯურხაძემ , დღესვე, საპატიო სიგელები გადასცა სპორტში წარმატებულ ხონელებს მარიამ მურღვლიანს, თემურ გელენიძესა და გოჩა კვანტალიანს.

ქალაქის ცენტრში უამრავი ადგილობრივი, მოწვეული სტუმარი თუ  ხონის გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

,,ხონელობას,,  ქალაქ სტუმრობდა დამეგობრებული ქვეყნების პოლონეთისა და ლატვიის დელეგაცციები.

ღონისძიებები ,, რეგიონის ,, კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

SIGN IN

Forgot Password

X