ხონის მერიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს დაესწრნენ

ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „ღია მმართველობის პარტნიორობა“-ის (Open Government Partnership – OGP) გლობალურ სამიტს დაესწრნენ.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.
დღეს OGP 77 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ხონის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს აირჩიეს, რითაც შეუერთდა გლობალურ მოძრაობას და აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.
პროგრამის კოორდინატორსა და პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტის მთავარი მიზანს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სიახლეები ადგილობრივ დონეზე დანერგვა წარმოადგენდა.
ღია მმართველობის პრიორიტეტულ პოლიტიკის მიმართულებებს შორისაა:
• კორუფციასთან ბრძოლა
• ციფრული მმართველობის გაძლიერება
• თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შექმნა
• ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.

SIGN IN

Forgot Password

X