ხონის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და თითოეულ ობიექტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, მოსახლეობას გაესაუბრა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

ხონში , ამ ეტაპზე, ათამდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. რეგიონალური ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები შიდა საუბნო და სოფლებთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან კი სოფელ ახალბედისეულში ხიდის რეკონსტრუქცია-მშენებლობა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ,, განახლებული რეგიონების ,, ფარგლებში აქტიურ ფაზაშია ქალაქ ხონის ცენტრისა და ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ასევე, მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი – ხონი-ახალბედისეულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტია და 2023 წელს დასრულდება.

ლადო ჯურხაძე: ,,მსგავსად გასული წლისა, ხონში უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ბევრად გაუმჯობესდება. შედეგები გათვლილია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე,,.

SIGN IN

Forgot Password

X