ხონის მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა

პრემიერ მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ხონის მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები დაეთვალიერებინათ, საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები შეეძინათ.
ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.
შეკრებილი მოსახლეობის განწყობაზე იზრუნეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მიულოცა.
დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

SIGN IN

Forgot Password

X