ხონის მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე საუკეთესო მხარდამჭერ მერად , ხოლო ხონის მუნიციალიტეტი საკეთესო პარტნიორ მუნიციალიტეტად დასახელდა

ხონის მუნიციალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე საუკეთესო მხარდამჭერ მერად , ხოლო ხონის მუნიციალიტეტი საკეთესო პარტნიორ მუნიციალიტეტად დასახელდა.
ლადო ჯურხაძეს საპატიო ჯილდო, საზეიმო ვითარებაში, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის (DVV INTERNATIONAL) რეგიონალურმა დირექტორმა ტომას ლიხტენბერგმა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (Georgian Adult Education Network ) ხელმძღვანელმა ნინო ბაბალაშვილმა გადასცეს.
,, ზრდასრულთა განათლება ახალა იკრებს ძალებს საქართველოში და თითოეული სწორად დადებული აგური ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების , სოციალური კეთილდდღეობის საწინდარია. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ მნიშვნელოვან საქმეს შევუწყო ხელი და ჩემი წვლილი შევიტანო ზრდასრულთა მომზადება/ გადამზადების პროცესში. ეს ჯილდო ჩემთვის სტიმულია. მადლობა დაფასებისთვის,,- განაცხადა სიტყვითგამოსვლის დროს ლადო ჯურხაძემ.
ღონისძიებას გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი ლალი სანთელაძე , საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი ქრისტინე მაღლაკელიძე და საქართველოს სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორები ესწრებოდნენ.

SIGN IN

Forgot Password

X