ხონს ინვესტორების ჯგუფი სტუმრობდა

ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის სამუშაო ვიზიტს ნიდერლანდებში , რომელიც მაისის თვეში საქართველოს ელჩთან დავით სოლომონიასთან ერთად ჰოფ ვან ტვენტეს მუნიციპალიტეტში (ოვერეისელის პროვინცია, ნიდერლანდები) განხორციელდა, კონკრეტული შედეგები მოჰყვა- ხონს ინვესტორების ჯგუფი ესტუმრა, რომელთა ინტერესის სფერო მეცხოველეობა და მეღვინეობაა;
ლადო ჯურხაძემ სტუმრებს აუკერ ტე ბრაკს ჯერონ ნორდერმერს,როელოფ ვიჩერს გააცნო, როგორც ადგილობრივი საინვესტიციო გარემო, ისე მეზობელი მუნიციალიტეტების რესურსები, აჩვენა ხონის სასაკლაო-სამაცივრე მეურნეობები, მეღვინეობა- მეთევზეობის საინვესტიციო ადგილები,სასოფლო-სამეორნეო დანიშნულების სხვა ობიექტები;
ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სოფლის მეურნეობის სექტორულ დარგებში ჰოლანდიური მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ხონს, რეგიონს, ისე პარტნიორ პოტენციურ ინვესტორს;
,, მახარებს ის ფაქტი, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი ჩვენს მიერ განხორციელებულ საქმიან ვიზიტს მოყვა. ჰოლანდია არის ის ქვეყანა,რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სწორად ათვისებისა და განკარგვის მიმართულებით. ვმუშაობთ, ბევრ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და იმედს ვიტოვებ, რომ თანამშრომლობის პროცესი ეფექტიან შედეგებს მოგვცემს,,-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
უახლოეს ხანში კიდევ ერთი ვიზიტი ჩაინიშნა და ხონს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ჰოლანდიელი ინვესტორების ჯგუფი ესტუმრება. ვიზიტის მიზანი კვლავ ადგილობრივი ბაზარის შესწავლა და თანამშრომლობის მიზნით მოლაარაკებები იქნება;

SIGN IN

Forgot Password

X