ხონს მეთოჯინე ბაჩო ცანავა სტუმრობდა

ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში ცნობილმა მეთოჯინემ , მხატვართა კავშირის წევრმა ბაჩო ცანავამ სკოლის აღსაზრდელთათვის თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამის ,, თოჯინების ისტორიის,, ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა , რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს წევრი გუგა ბახტაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ რუხაძე , სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები.
 სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას თოჯინების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ღონიძიების ფარგლებში ჩატარდა თოჯინების კეთების მცირე მასტერკლასი;
ბაჩო ცანავას ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

SIGN IN

Forgot Password

X