ხონში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დასრულდა

გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერე და დასრულებული სამუშაოები შეაფასა.
,, მიგრაციის პროცესები რომ შევაფერხოთ , სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია, სათანადო სივრცეები და პროგრამები სჭირდებათ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და განახლებულ ინფრასტრუქტურას შესაბამისი პროგრამებითა და სერვისებით დავტვირთავთ, ადმინისტრაციულ ერთეულებში შევქმნით მიმზიდველ და საინტერესო გარემოს,,- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სამუშაოები შპს ,,მშენჯგუფმა,, განახორციელა.
სახელშეკრულებო თანხა 239 409 ლარს შეადგენდა;

SIGN IN

Forgot Password

X