ხონში ახალი საგრანტო პროექტის განხორციელება იწყება

?შვედეთის მთავრობის და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ოთხწლიანი საპილოტე პროექტის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ – განხორციელება დაიწყო.
?.პროექტის პრეზენტაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძე, „ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა ბასილაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ლეილა კინწურაშვილი ესწრებოდნენ
?.პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს 5 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და აჭარა) მცხოვრები 780 ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოციალურ დაცვას, საარსებო წყაროების უზრუნველყოფას, ფინანსური განათლების ხელშეწყობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.
?.პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და UPG (ULTRA-POOR GRADUATION) და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით World Vision გერმანიის, World Vision საქართველოსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.
?პროექტი პრინციპების და ღონისძიებების დანერგვის მეშვეობით ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებში/სქემებში საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევისკენ მიმართულ ძალისხმევას ეხმიანება.

SIGN IN

Forgot Password

X