ხონში გარემოს დაცვით საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ხონის მუნიციპალიტეტში გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ფარგლებში, ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ,
პროექტის მიზანია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ და შესაბამისად, გამოწვევები დროულად აღმოფხვრან.
ამ მიმართულებით შეიქმნა სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის ვებ. აპლიკაცია, რომლის მიზანია მყარი ნარჩენების და ქუჩების დაგვა-დასუფთავების სერვისების მართვა.
პროექტი – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” მიმდინარეობს გაეროს დაფინანსებით, მოიცავს 39 მუნიციპალიტეტს და მას ადგილობრივი კომპანია – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG ახორციელებს.

SIGN IN

Forgot Password

X